რაფაელ ნადალი მადრიდის მასტერსს მეოთხედფინალში გამოეთიშა. მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი საკუთარი პუბლიკის წინაშე თანამემამულე და მის მემკვიდრედ მიჩნეულ კარლოს ალკარასთან სამ სეტში დამარცხდა.
პირველი სეტი ალკარასმა 6:2 მოიგო, ხოლო მეორე სეტში რაფა კორტზე უშეცდომო იყო, 6:1 იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა. მესამე და გადამწყვეტ სეტში კი, მეოთხე გეიმში, ალკარასმა ბრეიკი შეასრულა, რომელიც ერთადერთი გამოდგა მესამე სეტში და 3:1 დაწინაურდა. ეს უპირატესობა 18 წლის ჩოგბურთელს ხელიდან არ გაუშვია და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
კარლოს ალკარასს ნახევარფინალში კიდევ ერთი დიდი მეტოქე ჰყავს და 7 მაისს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობდა, რომელმაც პირველ წრეში ფაბიო ფონინის აჯობა, მაგრამ მეორე წრეში სწორედ კარლოს ალკარასთან დამარცხდა.