ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
გორგოძე ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და მეოთხედფინალში ავსტრალიელი ლიზეტ კაბრერა 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა ზუსტად 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გორგოძემ მეტოქეს ორივე სეტში იოლად აჯობა და ნახევარფინალში დიდი ძალისხმევის დახარჯვის გარეშე აღმოჩნდა. ეკო ნახევარფინალში მექსიკელ ფერნანდა კონტრერას გომესს გაეჯიბრება.