ფეხბურთი

14:45 | 6.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია დამანგრეველია, კიეზას ძალიან ჰგავს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ, რომელსაც „ინტერში“, „ფიორენტინასა“ და „ბრეშაში“ უთამაშია, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მან ანტონიო კასანოს, ნიკოლა ვენტოლასა და კრისტიან ვიერის ონლაინგადაცემა Bobo TV-ს პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ხვიჩა გამანადგურებელი ფეხბურთელია და ფედერიკო კიეზას შეადარა.

„მის თამაშს ძალიან კარგად ვიცნობ. რამდენიმე ხნის წინ უკვე ვისაუბრე მასზე და ვთქვი, რომ ძალიან ჰგავს „იუვენტუსის“ ფეხბურთელ ფედერიკო კიეზას. კვარაცხელიას შეუძლია ხუთკაციან ნახევარდაცვაში ფლანგზე თამაში, ან სამკაციან შეტევაში. დამანგრეველი ფეხბურთელია, თამაშობს, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით, ტექნიკაც აქვს და ხარისხიც“, - თქვა ადანიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება და მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

0.123894