ფეხბურთი

14:15 | 6.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს დედა: "ტყუილია, პსჟ-სთან შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია"

ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენს“ კონტრაქტის ორი წლით განახლებას დათანხმდა. თუმცა, ეს ინფორმაცია უარყო ფრანგი ფეხბურთელის დედამ, რომელსაც მას ტყუილი უწოდა.

„სრულიად სიცრუეა, რომ კილიანმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. „პარი სენ ჟერმენთან“ ან სხვა კლუბთან არანაირი პრინციპული შეთანხმება არ არსებობს. კილიანის მომავლის შესახებ მსჯელობა მშვიდ ატმოსფეროში გრძელდება. მიეცით მას საშუალება არჩევანი გააკეთოს ყველა მხრის პატივისცემით“, - თქვა ფაიზა ლამარიმ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, 30 ივნისს ეწურება და მას თუ არ განაახლებს, პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

0.101359