„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ ის არის კლასიკოსი მწვრთნელი, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის.
„ვულოცავ ანჩელოტის, რადგან მან რაღაც განსაკუთრებული გააკეთა. მისით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბოლო წლებში ძალიან აკრიტიკებდნენ. აღარ ითვლებოდა მოდურ მწვრთნელად, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მოდა იცვლება, კლასიკა რჩება. ანჩელოტი კი კლასიკოსია. მან 5 სხვადასხვა ჩემპიონატი მოიგო და ახლა შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგოს. უბრალოდ შექებას იმსახურებს“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, „ლივერპული“ და „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ შეხვდებიან. 1981 წელს „წითლებმა“ 1:0 მოიგეს, ხოლო 2018 წელს გამარჯვება „ბლანკოსმა“ მოიპოვა (3:1).