ფეხბურთი

2:19 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ ლიპის, ფერგიუსონის და კლოპის რეკორდი გააუმჯობესა

კარლო ანჩელოტიმ მორიგი რეკორდი დაამყარა და პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხუთჯერ გავიდა.

62 წლის იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპის, სერ ალექს ფერგიუსონისა და იურგენ კლოპის გადასწრება მოახერხა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალს ოთხჯერ უწიეს.

აღსანიშნავია, რომ ხუთი ფინალიდან სამში ანჩელოტის გუნდების მეტოქე „ლივერპული“ იყო (ერთხელ მოიგო, ერთხელ წააგო, მესამე მატჩი 28 მაისს გაიმართება), ხოლო თითოჯერ „იუვენტუსი“ და „ატლეტიკო“. სხვათა შორის, „იუვესთან“ კარლოს იტალიური ფინალი ჰქონდა („მილანით“), ხოლო „ატლეტიკოსთან“ - ესპანური („რეალით“).

შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 2003, 2005, 2007, 2014 და 2022 წლებში მიაღწია. წინა ოთხი ფინალიდან მან სამი მოიგო და ერთი წააგო. აქვე ვთქვათ, რომ ოთხი დღის წინ ანჩელოტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ხუთი ტოპჩემპიონატის მოგება მოახერხა.

0.123562