ინგლისური „ბრენტფორდი“ კრისტიან ერიკსენთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
ბრიტანული მედიის ცნობით, „ბრენტფორდის“ ხელმძღვანელობა ამ საკითხზე უკვე მუშაობს. 30 წლის დანიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს გასულ ზამთარს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. თუმცა, მთავარი მწვრთნელი თომას ფრანკი იმედოვნებს, რომ თანამემამულეს მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნებს.
„ვფიქრობ, რომ კრისტიანი ბედნიერია „ბრენტფორდში“ და თავისი ფეხბურთით ტკბება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სეზონის ბოლოს უნდა მიიღოს. მე მას ვესაუბრები. ჩვენ შევთავაზეთ პირობები და პასუხს დაველოდებით“, - თქვა ფრანკმა.
აქვე გეტყვით, რომ კრისტიან ერიკსენმა „ბრენტფორდის“ მაისურით პრემიერლიგაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.