კალათბურთი

11:40 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მემფისმაც" და "ბოსტონმაც" რევანში აიღო - ორივე წყვილის სერიაში ანგარიში თანაბარია (+VIDEO)

NBA-ში დღეს ოეი შეხვედრა გაიმართა. "ბოსტონ სელტიკსმა" "მილუოკი ბაქსს", ხოლო "მემფის გრიზლიმ" "გოლდენ სტეიტსს" რევანში აუღო და ორივე წყვილში სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

მოქმედი ჩემპიონი გუნდი ფორმიდან ამოვარდნილი იყო, "ბოსტონელებმა" კი დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს და ეს შედეგზეც აისახა.

პირველი ტაიმის შემდეგ "სელტიკსის" კალათბურთელები" შესვენებაზე 25-ქულიანი ფორით გავიდნენ. "ბაქსმა ერთადერთი მესამე პერიოდის მოგება მოახერხა, როდესაც 8 ქულა გაქვითა, თუმცა დასკვნითი მეოთხედი 26:20 დათმო და საბოლოოდ 23 ქულიანი სხვაობით - 109:86 იმარჯვა.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ჯეილენ ბრაუნს. 25 წლის მცველმა 38:13 წუთში 30 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, მათ შორის 17 ქულა პირველ მეოთხედში ჩააგდო. ამერიკელმა 10-დან 6 სამქულიანი, 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ბრაუნს მხარი ჯეისონ ტეიტუმმაც აუბა, რომელიც მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა და 29 ქულას, 3 მოხსნასა და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა ტავი. მან 10-დან 5 სამქულიანი და 10-დდან 5 ორქულიანი ჩააგდო. საჯარიმო ხაზიდან კი 5-დან 4 ბურთი ზუსტად ისროლა. ასევე კარგი მატჩი ჰქონდა უილიამსს, რომელმაც 21 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი 11 ქულითა და ამდენიმე მოხსნით ალ ჰორფორდის ანგარიშზეა.

მილუოკიდან ტრადიციულად იანის ანტეტოკუმპო გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გამოიმუშავა. თუმცა, რომ არა გაცუდებული სროლები, ბევრად მეტიც შეეძლო. ბერძენმა ფარის მიმართულებით 27-ჯერ ისროლა და მხოლოდ 11 ბურთი ჩააგდო. მათ შორის - 4-დან 1 სამქულიანი და 23-დან 10 ორქულიანი. მის ანგარიშზე იყო ასევე 9-დან 5 საჯარიმო. "ბაქსიდან" ჯრუ ჰოლიდეის 19 ქულა ჰქონდა.

მაშ ასე, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა კი 7 მაისს, მილუოკიში გაიმართება.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ ყველაფერი გაცილებით დაძაბულად წარიმართა. მემფისელებმა 4-დან პირველი და ბოლო პერიოდების მოგება მოახერხეს, თუმცა იმ ანგარიშით, რომ ეს მატჩის სათავისოდ დასასრულებლად საკმარისი გამოდგა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 106:101.

გამარჯვებული გუნდიდა შეუდარებელი იყო ჯა მორანტი, რომელმაც სტეფ კარისა და ჯორდან პულის ჯამური ქულები დააგროვა. 22 წლის მცველი საუცხოო ფორმაშია და ეს გუშინბდელ მატჩშიც დაამტკიცა. ამერიკელმა 47(!) ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი პასი დააგროვა.

მორანტმა ფარის მიმართულებით 31-ჯერ ისროლა და 15 ბურთი ჩააგდო. აქიდან 12-დან 5 სამქულიანი, 19-დან 10 ორქულიანი და 13-დან 12 საჯარიმო.

ქულების მხრივ შემდეგი 3 მაჩვენებელი „უორიორზის“ კალათბურთელებს ეკუთვნოდათ. სტეფ კარიმ 27 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი, პულმა 20 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი, ხოლო ვიგინსმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

ალლა ორივე გუნდი 4 დღეს დაისვენებს და სერიის რიგით მესამე შეხვედრას 8 მაისს გამართავს.

0.116085