ფეხბურთი

23:07 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" და "თელავის" გამარჯვებები ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მორიგი ორი მატჩი თელავსა და თბილისში გაიმართა, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

„საბურთალომ“ შინ „გაგრა“ საკმაოდ ადვილად 3:0 დაამარცხა. დედაქალაქელებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, დუბლი შეასრულა ირაკლი სიხარულიძემ, ერთი გოლი კი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა.

„საბურთალომ“ ამ გამარჯვებით 18 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრება. „გაგრას“ კი 14 ქულა აქვს და წინ „ლოკომოტივთან“ თამაში ელოდება.

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და პირველივე ტაიმში ანტონ თოლორდავას შესრულებული დუბლით 2:0 აჯობა. კახელებმა ამ გამარჯვებით 16 ქულა დააგროვეს, ხოლო „სიონი“ 10 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

„თელავი“ – „სიონი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 თოლორდავა (10, პენ), 2:0 თოლორდოვა (45)

„საბურთალო“ – „გაგრა“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 სიხარულიძე (59), 2:0 გულიაშვილი (75), 3:0 სიხარულიძე (85)

0.103159