მიუნხენის „ბაიერნი“ რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არ გაყიდის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლონელი ფორვარდი კონტრაქტს, რომელიც 2023 წელს იწურება, არ გაახანგრძლივებს.
მიუნხენელები ცდილობენ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები დაიწყონ, თუმცა, ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს და 373 მატჩში 343 გოლი აქვს გატანილი.