ფეხბურთი

11:21 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფულემი“ „სიტის“ შემდეგ პირველი კლუბია, რომელმაც ჩემპიონშიფში ერთ სეზონში 100 გოლი გაიტანა

2 მაისს ინგლისური ჩემპინშიფის 45-ე ტურის მატჩში „ფულემმა“ „ლუტონ თაუნს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა.

ახლა მიმდინარე სეზონში „ფულემის“ ანგარიშზე 106 გოლია. მარკო სილვას გუნდი პირველი გახდა „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში 100 ბურთის გატანა შეძლო. „სიტიმ“ 108 გოლი 2001-02 წლების ჩემპიონატში გაიტანა.

„ფულემს“ კიდევ ერთი მატჩი დარჩა „ქალაქელების“ რეკორდის გასაუმჯობესებლად. 46-ე, ბოლო ტურში, 7 მაისს, „ფულემი“ „შეფილდ იუნაიტედს“ ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ სილვას შეგირდებმა ვადამდე მოიპოვეს პრემიერლიგის საგზური.

0.131165