ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე პოლონეთის თასის გამარჯვებულები გახდნენ. ქართველი ფეხბურთელების „რაკუვმა“ ფინალში ნიკა კვეკვესკირის „ლეხი“ 3:1 დაამარცხა.
გვილია 90 წუთი სათადარიგო სკამზე იყო, ხოლო გაგნიძე განაცხადში არ ყოფილა. თავის მხრივ, კვეკვესკირმა მოედანზე მხოლოდ ბოლო ექვსი წუთი გაატარა.
აქვე გეტყვით, რომ „რაკუვმა“ ისტორიაში მეორედ მოიგო პოლონეთის თასი, თანაც ზედიზედ.
სხვათა შორის, „რაკუვი“ და „ლეხი“ პოლონეთის ჩემპიონატშიც მთავარი კონკურენტები არიან და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 65-65 ქულით ლიდერობას იყოფენ.