ფეხბურთი

17:32 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ "ჩელსიში" სათამაშო დროით უკმაყოფილოა

რომელუ ლუკაკუ ლონდონის „ჩელსიში“ უკმაყოფილოა, განსაკუთრებით სათამაშო დროით. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ბოლო პერიოდში ბელგიელი ფორვარდი ტომას ტუხელის ნდობას ნაკლებად გრძნობს და თამაში ძირითადად შეცვლებზე უწევს. ამიტომაც, არაა გამორიცხული კლუბი დატოვოს.

ლუკაკუ „ჩელსის“ გასულ ზაფხულს 115 მილიონ ევროდ დიდი მოლოდინით შეუერთდა, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლა და ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ბელგიელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.111694