ფეხბურთი

12:54 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "იმედგაცრუებული ვარ, შეცდომების გარეშე ვეღარ ვთამაშობთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი მისი გუნდის თამაშით იმედგაცრუებულია. „არისტოკრატებმა“ პრემიერლიგის 34-ე ტურში გასავარდნ ზონაში მყოფ „ევერტონთან“ წააგეს (0:1) და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვცდილობთ კარი მშრალად შევინახოთ, მაგრამ ბოლო ოთხ თამაშში ეს მხოლოდ „ვესტ ჰემთან“ მოვახერხეთ და ეს ძალიან იმედგამაცრუებელი ასპექტია.

რისი გაკეთება შემიძლია? ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ძალიან ხშირად ხდება. ვერ ვახერხებთ შეცდომების გარეშე თამაშს, ამიტომაც, გვიჭირს შედეგების მიღწევა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოზიციისთვის ვიბრძვით. გარანტირებული არაფერი გვაქვს. ბოლო ოთხ თამაშში 4 ქულის მოპოვება საკმარისი არ იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში 66 ქულით მესამე ადგილზეა და „არსენალს“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, ხოლო „ტოტენჰემს“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა, 5 ქულით.

0.116657