კალათბურთი

12:16 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის 18 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში თად მაკფადენის „მურსიამ“ „მონბუსი“ ადვილად 98:80 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რადგან პლეი-ოფის ზონაში დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო. მაკფადენმა 18 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.

„მურსია“ 16 მოგებით და 15 წაგებით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 8 მაისს, „ჟუვენტუტს“ უმასპინძლებს.

0.123289