სხვა

1:58 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სტივენსონმა ვალდესი დაამარცხა და ორი ტიტული გააერთიანა

WBO-ის ზე-ბუმბულის წონის (59 კგ) ამერიკელმა ჩემპიონმა შაკურ სტივენსონმა, მექსიკელი ოსკარ ვალდესი ქულებით დაამარცხა და მას WBC-ს ტიტულიც ჩამოართვა. ამგვარად, ვალდესმა პროფესიონალურ რინგზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში პირველი მარცხი იწვნია, სტივენსონი 18 შეხვედრაში ისევ წაუგებელია.

სტივენსონმა ვალდესს მეექვსე რაუნდში ცაციათი თავში ძლიერი დარტყმა მიაყენა, რამაც მექსიკელი ძირს დასცა. ის წამოდგა, მაგრამ ამერიკელი მთელი ბრძოლის განმავლობაში, უფრო სწრაფი იყო და ზუსტი დარტყმებით გამოირჩეოდა. შედეგად, სამივე მსაჯმა უპირატესობა მას მიანიჭა. ამასთან, ორი მსაჯის ბარათზე, სტივენსონმა 118-109 მოიგო, ერთის ბარათზე კი მისი უპირატესობა 117-110 იყო.

„ის ძლიერი ჩემპიონია, მაგრამ მე მის დასამარცხებლად კარგად მოვემზადე. ახლა მზად ვარ, ნებისმიერს შევხვდე. მე ყველა სარტყელის მოპოვება მსურს“, - განაცხადა სტივენსონმა, ვინც WBO-ის ტიტული ამერიკელი ჯამილ ჰერინგის ნოკაუტით დამარცხებით, ოქტომბერში მოიპოვა.

სანამ სხვა ჩემპიონებს დაუპირისპირდება, სტივენსონმა პირადი საქმე მოაგვარა - თავის მეგობარ გოგოს, რეპერ იუნგ ლირიკს, ვისგანაც გოგონა ჰყავს, რინგზევე ხელი სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ახლა მათ სწორედ ქორწილის ორგანიზებაზე ზრუნვა მოუწევთ.

ვალდესმა წაგება ჩემპიონის შესაფერისად მიიღო: „ის ძალიან მაღალი საკრივო თისებებით გამოირჩევა. დღეს ის რინგზე საუკეთესოა. ის ძალიან სწრაფად მოძრაობს, ის დიდებული მოკრივეა“.

0.115452