„მილანი“ სკუდეტოს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და 35-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ რაფაელ ლეაოს გოლით დაამარცხა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.
„გუნდი იბრძოდა და ითამაშა მეტოქესთან, რომელთანაც გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, სახიფათოდ ვუტევდით და დაცვაში შეცდომები ნაკლებად დავიშვით. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ძალიან კმაყოფილები ვართ. ვცდილობთ, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ს გათამაშებას 77 ქულით ლიდერობს და დარჩენილ სამ ტურში 7 ქულაც ეყოფა, რომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდეს.