მარსელო მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა. ბრაზილიელმა მცველმა ეს მიღწევა ლა ლიგის მოგების შემდეგ დააფიქსირა.
„სამეფო კლუბში“ გატარებულ 16-წლიან კარიერაში მარსელომ 24 ტიტული მოიგო და ფრანსისკო ჰენტოს გადაასწრო, რომლის აქტივში 23 ტიტულია მადრიდული გრანდის რიგებში.
სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდთან ერთად ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა, ასევე ოთხჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ ესპანეთის თასი, ხუთჯერ ესპანეთის სუპერთასი და 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ მარსელომ „რეალის“ მაისურით დღემდე 545 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა.