„სერენმა“ ბელგიის იუპილერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ეს გიორგი მიქაუტაძის დიდი დამსახურებით მოახერხა.
პლეი-აუტში „სერენმა“ ერთი კვირის წინ „მოლენბეკი“ სტუმრად 1:0 სწორედ ქართველი ფორვარდის გოლით დაამარცხა და როგორც გაირკვა, ორმატჩიანი რაუნდის ბედიც ამ გოლმა გადაწყვიტა, რადგან დღეს საპასუხო შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
გიორგი მიქაუტაძემ 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. მას „სერენთან“ იჯარა ეწურება და ზაფხულში ფრანგულ „მეცში“ დაბრუნდება.