კალათბურთი

23:31 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 7 ქულა ლიგა ენდესაში, "ტენერიფე" პლეი-ოფში გავიდა

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „მანრესას“ უმასპინძლა და 94:83 დაამარცხა. კანარიელებმა პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.

ამჯერად, ქართველი ცენტრი საუკეთესო არ ყოფილა. შერმადინმა 20:08 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფეს“ 20 მოგების საპირისპიროდ 12 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და პლეი-ოფის საგზური უკვე გაინაღდა, მომდევნო შეხვედრაში კი 11 მაისს, „ბასკონიას“ უმასპინძლებს.

0.139133