ფეხბურთი

20:16 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთას „ჰალი“ „ბრისტოლთან“ 0:5 დამარცხდა

შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ინგლისური ჩემპიონშიფის 45-ე ტურში „ბრისტოლს“ ესტუმრა და სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით - 0:5 დამარცხდა. მასპინძელთაგან დუბლი მიითვალეს ავსტრიელმა ანდრეას ვაიმანმა და შოტლანდიელმა კრის მარტინმა. ერთიც ანტონი სემენიომ დაამატა.

ახლა „ჰალი“ გათამაშების ცხრილში 50 ქულით მე-18 ადგილზეა. მოგეხსენებათ, მანამდე „ჰალმა,“ ბოლო ოთხ ტურში სამჯერ გაიმარჯვა.

ჩემპიონშიფში დარჩენის უფლება კი „ვეფხვებმა“ 15 აპრილს მოიპვეს, როცა „კარდიფს“ მოუგეს 2:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.132864