ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა.
81 კგ წონით კატეგორიაში მან ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში ფინელ ოსკარი მაკინენს იპონით აჯობა. მომდევნო ეტაპზე გერმანელ ტიმ გრამკოვს მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უნგრელ ატილა უნგვარს შეხვდა და სძლია. კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში ტატოს მეტოქე უკრაინელი სერგი კრივჩაჩი იყო, რომელსაც ასევე მოუგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ბელგიელ მათიასკასს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს დაიწყო და პირველ საშეჯიბრო დღეს ძალები ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა, რომელთაგანაც ბრინჯაოს მედალს მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლა. დღეს კი ლაშა შავდათუაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა შემდეგ იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან წააგო და უმედლოდ დარჩა. ტურნირი 1 მაისს დასრულდება და ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.