ფეხბურთი

17:00 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

არაუხო: "ბარსელონას" გამო პრემიერლიგის კლუბებს უარი ვუთხარი"

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა რონალდ არაუხომ რამდენიმე დღის წინ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ „ბარსელონასთან“ ახალი ხელშეკრულებისთვის მან ინგლისის პრემიერლიგის კლუბების შეთავაზებები უარყო.

"ძალიან ბედნიერი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან კლუბს წინ კარგი წლები აქვს. მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ დარჩენა მინდოდა. იყო შესანიშნავი შემოთავაზებები საზღვარგარეთიდან, მაგრამ მე ბედნიერი ვარ ბარსელონაში. ჩემს ოჯახს მოსწონს აქაურობა და გულშემატკივრები და ჩემი თანაგუნდელები თავს ყოველთვის ისე მაგრძნობინებდნენ, როგორც სახლში.

მადლობელი ვარ კლუბის ძალისხმევისთვის. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ყველას გვინდოდა. დიახ, პრემიერლიგის კლუბების ინტერესი იყო, მაგრამ ამან ყურადღება საერთოდ არ გამიფანტა. დავრწმუნდი იმაში, რაც მინდოდა. მართლაც, ფული არის ფაქტორი, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბარსელონაში ბედნიერი ვარ.

იდეა არის აქ დარჩენა მრავალი წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდით და იმ პროექტით, რომელსაც ჩავისთან ერთად ვაშენებთ, მომავალში ბევრს მივაღწევთ. მართალი გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ „ბარსელონასთვის“ კარგი დრო დგება", - განაცხადა არაუხომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდ არაუხო „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს და 78 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

0.115484