ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ „ბარსელონას“ დაუკავშირებს. ესპანური მედიის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდიში ესპანური კლუბი ბელგიელი ფორვარდის იჯარით გადაბირებას ეცდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თუ „ბარსელონა“ ლუკაკუს დაიმატებს. კატალონიელთა თამაშს აღარ უყურებს.
„მე შეყვარებული ვარ „ბარსას“ ფილოსოფიით, მაგრამ ლუკაკუს თუ იყიდიან, მათ ერთ თამაშსაც აღარ ვუყურებ. მას არ შეუძლია 3 პასის გაკეთება „ჩელსიში“, სადაც კონკურენციაში არ არის, „ბარსელონაში“ კი კართან მისასვლელად 55 პასს აკეთებენ, ამას ლუკაკუ როგორ გააკეთებს?“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს „ჩელსიში“ რთული სეზონი აქვს და ის მოლოდინი ვერ გაამართა, რაც მის მიმართ სეზონის წინ იყო.