ფეხბურთი

0:59 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"პალერმოს" ყოფილი დირექტორი: "კვარაცხელია არის ყუმბარა, რომელიც ასაფეთქებლად მზადაა"

„პალერმოსა“ და „კატანიას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ იტალიურ მედიასთან „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

გამოცდილმა მენეჯერმა ნეაპოელელებს ხვიჩას შეძენა მოუწონა და თქვა, რომ ის ასაფეთქებლად მზადაა:

„დიდებული შენაძენია. ჩემი აზრით, ის შეიძლება გახდეს ბომბი, ამ მომენტში არის ყუმბარა, რომელიც ასაფეთქებლად მზადაა“, - აღნიშნა ლო მონაკომ.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

0.113767