აშშ-ის ქალაქ გრინსბოროში (შტატი ჩრდილოეთ კაროლინა), ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ასპარეზობისას, 21 წლის ჰანტერ არმსტრონგმა, 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
არმსტრონგის ახალი რეკორდ 0.09 წამით სჯობს ძველს, რომელიც რუსმა კლიმენტ კოლესნიკოვმა შარშან, ბუდაპეშტრში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისას დაამყარა.
„არ ვიცი, რა ვთქვა, სიტყვებ დამავიწყდა. ეს ისეთი რამ არის, რაც ყოველთვის მსურდა და ახლა, ამ შედგის წყალობით, მეცხრე ცაზე ვარ“, - განცხადა ახალმა რეკორდსმენმა.
იმავე ტურნირზე, შვიდი ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ქეილებ დრესელმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მესამე საგზური მოიპოვა. მან ეს 100 მეტრზე ბატერფლაის სტილით ცურვაში გამარჯვებით შეძლო.
დრესელმა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე, 100 მეტრზე ბატერფლაში მსოფლიო რეკორდით (49.45 წამი) გაიმარჯვა, ჰიტებში სეზონის საუკეთესო დრო (50.01) დააფიქსირა, ფინალში კი გამარჯვებისთვის 50.20 წამიც იმყოფინა.
დრესელმა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ასევე 100 მეტრზე თავისუფალ სტილში და 50 მეტრზე ბატერფლაიში მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატს ბუდაპეშტი 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.