ფეხბურთი

21:58 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივმა" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეათე თამაში წააგო

თბილისის „ლოკომოტივი“ მიმდინარე სეზონში უიმედო ვითარებაშია და ზედიზედ მეათე თამაში წააგო.

ეროვნული ლიგის მეათე ტურში „რკინიგზელები“ „თელავს“ სტუმრად დაუპირისპირდნენ და 0:5 წააგეს. ყველაფერი პირველივე ტაიმში გაირკვა, როცა კახელებმა 4 გოლი გაიტანეს, ხოლო მატჩის მიწურულს მეტოქის კარი მეხუთედაც დალაშქრეს.

მეორე წრე დაიწყო და „ლოკომოტივს“ ჯერ ქულაც არ მოუპოვებია, ასე რომ, ურთულეს მდგომარეობაშია, მომდევნო შეხვედრას კი წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართავს. „თელავმა“ ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა, მეშვიდე პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას ბოლნისის „სიონთან“ გამართავს.

„თელავი“ – „ლოკომოტივი“ 5:0 (4:0)

გოლები: 1:0 აშორტია (6), 2:0 აშორტია (15), 3:0 გოშთელიანი (21), 4:0 მახარობლიძე (40), 5:0 კოპალიანი (78, ა.გ)

0.061238