ფეხბურთი

20:49 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "პსჟ? ჩემს შესახებ ფეიკ ინფორმაცია ვრცელდება"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე „პარი სენ ჟერმენში“ მის გადასვლაზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა. იტალიელმა აღნიშნა, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა და მის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა მოითხოვა.

„არ მომწონს, როცა ჩემზე ფეიკ ინფორმაციებს ავრცელებენ. ეს ქმნის პრობლემებს, უპატივცემულობის გამოხატვა საჭირო არაა, საკმარისია. მიხარია, რომ ჩემი მუშაობა კარგად ფასდება, მაგრამ ეს მეტისმეტია“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.121344