კალათბურთი

17:40 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორედ! შერმადინი აპრილის თვის MVP გახდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლენოვო ტენერიფეს“ კალათბურთელი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას აპრილის თვის MVP გახდა. ქართველმა ცენტრმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა, რადგან ის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედაც იყო დასახელებული.

აღსანიშნავია, რომ შერმადინი ახლოსაა რეკორდთან, რადგან მან კარიერაში თვის MVP-ის ტიტული მეათედ მოიპოვა. ამ მაჩვენებლით კი რეკორდსმენ ტანოკა ბირდს გაუტოლდა.

გიორგის მიმდინარე თვეში საოცარი მატჩები ჰქონდა და შედეგიანობის მხრივ თითქმის ყველა თამაშში საუკეთესო ხდებოდა. შერმადინი საშუალოდ 22:53 წუთს თამაშობდა და მისი მაჩვენებლები 18.6 ქულა, 5.7 მოხსნაა. ასევე 83%-იანი ზუსტი სროლების მხრივ და საჯარიმო ხაზიდან კი 87.5%-ს ისროდა ზუსტად.

აპრილის თვეში 33 წლის კალათბურთელმა ყველაზე გამორჩეული შეხვედრა „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარა, როდესაც 27 ქულა ჩააგდო. მან 12-დან 11 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ყველაზე მაღალი - 37 ჰქონდა.

0.119075