მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს, უიმბლდონზე ტიტულის დაცვის საშუალება მიეცემა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ორგანიზატორებმა, აუცრელ ჩოგბურთელებს, ტურნირში მონაწილეობის უფლება მისცეს. როგორც ცნობილია, სეზონის დასაწყისში, აუცრელობის გამო, სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიაში არ შეუშვეს.
უიმბლდონის ორგანიზატორის, „ოლ ინგლენდ ლაუნ ტენის ენდ კროკეტ კლაბის“ (AELTC) მთავარმა აღმასრულებელმა სალი ბოლტონმა განაცხადა, რომ კოვიდ-თან დაკავშირებით, რაიმე შეზღუდვები არ იგეგმება, რადგან ეს შეზღუდვები არც ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებითაც არსებობს.
უფრო მეტიც, ბოლტონი ამბობს, რომ წელს „ნორმალური ჩემპიონატის“ ჩატარება იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ ტრიბუნაზეც მაყურებელს შეუზღუდავად დაუშვებენ, მოტამაშეები კი იქ იცხოვრებენ, სადაც ისურვებენ.
34 წლის ჯოკოვიჩს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა უიმბლდონზე გამოსვლას. ეს ტურნირი მას ექვსჯერ აქვს მოგებული. ის საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშებს, რადგან საფრანგეთშიც პანდემიური შეზღუდვები მოხსნილია.