ფეხბურთი

22:35 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო მოჯი: "კვარაცხელიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

მოჯი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიას ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ ტაქტიკურად თამაშის სწავლაც მოუწევს.

„მართლაც ძალიან კარგი გარემარბია, ის ახალგაზრდაა. თუმცა, მოდით, ასე ვთქვათ, ტაქტიკური თვალსაზრისით მოსათვინიერებელია. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს, ძალიან ტექნიკურია, დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, მოედანზე მაქსიმუმი აჩვენოს“, - თქვა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.

0.123055