ფეხბურთი

20:50 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იურგენ კლოპმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ იურგენ კლოპს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. შედეგად, გერმანელი სპეციალისტი „ენფილდ როუდზე“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კლოპმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძალიან ადვილად მიიღო, რადგან „ლივერპული“ უყვარს.

„როდესაც ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს, ჩემს თავს ვკითხე, რამდენად შემეძლო კიდევ გამეცა ის, რასაც ეს ადგილი მწვრთნელისგან მოითხოვს. პასუხი მალევე მქონდა, რადგან აქაურობა მიყვარს და აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“, - თქვა იურგენმა.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპი „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას შემდეგ ინგლისურმა გრანდმა პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალში დამარცხდა.

0.116657