„ინტერმა“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა - გვამცნობს TuttoJuve.
წყაროს ინფორმაციით, მილანური კლუბი მზადაა არგენტინელს ხელშეკრულება 2026 წლამდე გაუფორმოს, წელიწადში 6 - მილიონევროიანი ჯამაგირით. „ინტერში“ ამდენსვე გამოიმუშავებენ ლაუტარო მარტინესი და მარცელო ბროზოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს დიბალას ტურინულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში პაულომ 25 მატჩში 9 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.