ფეხბურთი

12:22 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „მანე დიდებული ფეხბურთელია“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მისი გუნდის სენეგალელი ვარსკვლავისთვის, სადიო მანესთვის „ოქროს ბურთის“ მინიჭების შანსებზე ისაუბრა.

„მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. სადიო დიდებული ფეხბურთელია. მაგრამ მე არანაირი შეხება არ მაქვს „ოქროს ბურთის“ ნომინაციასთან. ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა და ეს „ვილიარეალთან“ მატჩშიც დაამტკიცა.

არ ვიცი, რატომ ჩნდება ეს კითხვა ახლა, როცა სეზონი ჯერ დამთავრებული არ არის. ისტორიულად ისე დამკვიდრდა, რომ „ბურთის“ მოსაპოვებლად რაიმე დიდი ტურნირის მოგებაა საჭირო. მესი და რონალდუ თუ არ ხართ, მაშინ ჩემპიონთა ლიგა მაინც იუნდა მოიგოთ. ამიტომ, მოგვეცით რამდენიმე კვირა და ვნახოთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.108872