„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ძალიან ახლოსაა. იურგენ კლოპის გუნდი „ვილიარეალთან“ წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, რაც პირველმად მატჩმა დაადასტურა.
ესპანურმა კლუბმა „იუვენტუსისა“ და „ბაიერნის“ დამარცხება მოახერხა, მაგრამ კიდევ ერთი სასწაულის მოხდენა ძალიან გაუჭირდება. „ენფილდზე“ „ლივერპული“ დიდ უპირატესობას ფლობდა და 2:0 მოიგო, რის შედეგადაც საპასუხო მატჩის წინ სასურველი უპირატესობა მოიპოვა.
ინგლისელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ორწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანეს. ჯერ ესტუპინიანმა შეაგდო ავტოგოლი, მერე სადიო მანემ უპირატესობა გააორმაგა. „ვილიარეალს“ შეტევაში თამაში პრაქტიკულად არ ჰქონია, კარში არ დაურტყამს და კარისკენ ერთადერთხელ დაარტყა. ბუნებრივია, უნაი ემერის გუნდს შინ ბევრად კარგად თამაში მართებს, ბრძოლა მაინც რომ მოახერხოს.
აღნიშნული გუნდები კიდევ ერთხელ ესპანეთში 3 მაისს დაუპირისპირდებიან.
„ლივერპული“ – „ვილიარეალი“ 2:0 (0:0)
ლივერპული, „ენფილდ როუდი“
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი (გომესი 81), კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი (კეიტა 72), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა; სალაჰი, მანე (დიოგო ჟოტა 73), ლუის დიასი (ორიგი 81)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
„ვილიარეალი“ (4-4-2): რული; ფოიტი, ალბიოლი, ტორესი, ესტუპინიანი (ტრიგეროსი 72); ჩუკვუეზე (დია 72), პარეხო (ორიე 72), კაპუ, კოკელნი (პედრასა 57); ლო ჩელსო, დანჯუმა (ალკასერი 86)
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0 ესტუპინიანი (53, ა.გ), 2:0 მანე (55)
გაფრთხილება: ვან დაიკი (32) - ესტუპინიანი (47), ლოჩელსო (62)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (5) – 1 (0) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)