ავტოსპორტი

0:23 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის კვალიფიკაციებზე საბურავების გამოყენების წესი შეიცვლება

ფორმულა 1-ის კომისიამ ლონდონში ჩატარებულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ მომავალი სეზონიდან, საკვალიფიკაციო რბოლებში საბურავების გამოყენების წესი შეიცვლება. ამასთან, ყოველ ეტაპზე, თითო პილოტზე 13-ის ნაცვლად, საბურავების მხოლოდ 11 კომპლექტის გამოყენება იქნება დაშვებული.

ამჟამად ყოველ პილოტზე, ერთ ეტაპზე საბურავების შვიდი რბილი, სამი საშუალო და ორი მყარი კომპლექტის გამოყენებაა დაშვებული. ამასთან, გუნდბს და პილოტებს, საბურავების განაწილება, საკუთარი გეგმის შესაბამისად, შეუზღუდავად შეუძლიათ.

ახალი რეგლამენტის შესაბამისად, რბილი საბურავების კომპლექტების რიცხვი ხუთამდე დაიკლებს. თუმცა ეს მთავარი არაა. მომავალი სეზონიდან, ყველა ვალდებული იქნება, კვალიფიკაციის პირველ ნაწილში ხისტი საბურავები გამოიყენოს, მეორეში საშუალო სიმაგრის, მესამეში კი - რბილები.

ასეთი ფორმატის ინიციატორი „პირელია“. თავიდან გუნდების ნაწილმა ის უარყო, თუმცა იმოლას რბოლის დღეებში, იტალიურმა კომპანიამ ყველა გუნდის თანხმობა მოიპოვა.

უფრო მეტიც, „პირელის“ სურს, რომ ახალი ფორმატის გამოცდა ამ სეზონშივე, ორ ეტაპზე მოაწყოს. ამაში ხელის შეწყობას ფორმულა 1 და FIA-ც გეგმავენ.

0.119377