ჩოგბურთი

19:30 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი BMW Open-ის მეოთხედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მიუნხენის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში ბელარუს ილია ივაშკას დაუპირისპირდა და ორსაათიან მძიმე ბრძოლაში 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა.

პირველი სერი ბელარუსმა ჩოგბურთელმა ადვილად მოიგო, მაგრამ ნიკოლოზმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა. მან მეორე სეტში მეტოქეს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო. ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, სადაც პირველივე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

29 წლის ჩოგბურთელი მეოთხედფინალში სერბ მილომირ მეჩმანოვიჩს 29 აპრილს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი BMW Open-ის მოქმედი ჩემპიონია და მიუნხენში ტიტულის დასაცავად თამაშობს.

0.115584