ფეხბურთი

13:31 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ცნობილია

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები გამოვლინდა.

პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ „დინამო ბათუმის“ თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა, რომელმაც 9 გოლის გატანა მოახერხა. საუკეთესო მწვრთნელად ასევე ზღვისპირელთა თავკაცი გია გეგუჩაძე დასახელდა, ხოლო სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანრი ჭიჭინაძე (დილა), ზურაბ თევზაძე (თელავი), ვანდერსონი (დილა)

ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), ნიკა ხორხელი (სიონი)

თავდამსხმელები: ჯოვინო (დინამო ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო), მათე ვაწაძე (გაგრა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113343