კალათბურთი

11:56 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰანტერის გმირობა საკმარისი არ გამოდგა - "მაიამი ჰიტი" მეორე გუნდია, რომელიც მეოთხედფინალში გავიდა (+VIDEO)
NBA-ს დღის მატჩები

NBA-ს პლეი ოფის მეოთხედფინმალში გასული მეორე გუნდის ვინაობაც ცნობილია. დღეს, "მაიამი ჰიტი" "ატლანტა ჰოუქსს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს 97:94 აჯობა და სერიაში 4:1 იმარჯვა.

მატჩი "ატლანტამ" კარგად დაიწყოი და პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობითაც მოიგო, მეორე მეოთხედის ნახევარშიც ლიდერობდა, თუმცა შემდგომ პოზიციები დათმო და მდევრის როლში აღმოჩნდა.

ნეიტ მაკმილანის გუნდი, რომ თამაშის გადარჩენის შანსს ინარჩუინებდა, ეს მეტწილად დეანდერ ჰანტერის დამსახურება იყო, რომელმაც პლეი ოფში პირადი რეკორდი დაამყარა. მან 35 ქულა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრაც დაამატა. ორმაგი დუბლისა და რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, მხოლოდ მისი გარჯა საკმარისი არ გამოდგა, რომ სერიაში ანგარიში შეემცირებინა. ამერიკელ ფორვარდს მხარი თანაგუნდელებმა ვერ აუბეს, ყველაზე მეტად კი უსახური ტრეი იანგის თამაში გამოდგა, რომელსაც დაკარგვა უფრო მეტო ჰქონდა, ვიდრე თამაშიდან ჩაგდებული ბურთი.

იანგი 11 ქულას, 8 მოხსნასა და 6 პასს გამორჩა, მასზე მეტი ქულა კი დანილო გალინარს ჰქონდა, რომელმაც 12 ქულა მიითვალა.

"მაიამიდან" ყველაზე შედეგიანი ოლადიპო იყო, ამერიკელმა 23 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი გაახერხა. 20 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ადებაიომ, ხოლო ტაილერ ჰეროს ანგარიშზე 16 ქულა იყო.

ამრიგად, "მაიამი ჰიტი" მეოთხედფინალში მეტოქე გუნდის მოლოდინშია, რომლის ვინაობაც "ფილადელფიასა" და "ტორონტო რეპტორსის" წყვილში გაირკვევა. ამ დროისთვის ფილა 3:2-ს იგებს.

"მაიამი ჰიტი" - "ატლანტა ჰოუქსი" 97:94

სერიაში ანგარიში 3:2 გახდა „მემფის გრიზლისა“ და „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წყვილში. მეტწილად უპირატესობას „მინესოტა“ ფლობდა, რომელიც 13 ქულითაც იგებდა, დასკვნით პერიოდში კი 11 ქულიანი ფორაც ჰქონდა, თუმცა, ბოლო წუთებში გაანიავა. საბოლოოდ კი 111:109 დამარცხდა.

საუკეთესო „მემფისის“ 22 წლის მცველი ჯა მორანტი იყო, რომელმაც 30 ქულა, 13 მოხსნა და 9 პასი მიითვალა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. 25 ქულა მოიპიოვა დესმონდ ბეინმა, ხოლო 21 ქულა ჩააგდო ბრენდონ კლარკმა.

დამარცხებულთა რიგებში 28 ქულით, 12 მოხსნითა და 1 პასით გამოირჩა კარლ ენტონი თაუნსი. ენტონი ედვარდსის ანგარიშზე კი 22 ქულა იყო.

ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 30 აპრილს გაიმართება.

"მემფის გრიზლი" - "მინესოტა ტიმბერვულვზი" 111:109

">www.youtube.com/watch?v=3bGVNYPj7Tc]

პირველი 2 მატჩის დიდი ანგარიშით მოგების შემდგომ მიჯრით 2 შეხვედრა დათმო „ფინიქს სანსმა“, მაგრამ დღეს მესამე გამარჯვება მოპიპოვა და სერიაში კვლავ დაწინაურდა.

მონტი უილიამსის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია - 112:97

საუეკთესო იყო მიკალ ბრიჯისი. 25 წლის ფორვარდმა, 31 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. მან 17-დან 12 სროლა გამოიყენა, მათ შორის 4-დან 4 სამქულიანი და 13-დან 8 ორქულიანი. საჯარიმო ხაზიდან კი 3-დან 3 ჩააგდო. 22 ქულა, 6 მოხსნა და 11 პასით ორმაგი დუბლი ჰქონ და კრის პოლს. 19 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი გაახერხა დეანდრე ეიტონმა.

„ნიუ ორლეანიდან“ მინგრამი გამოირჩა. მის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე პასი იყო. 21 ქულა ჰქონდა სი ჯეი მაკკოლუმს. ხოლო ვალანჩუნასმა 17 ქიულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

ამ გუნდების სერიის მე-6 შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.

"ფინიქს სანსი" - "ნიუ ორლეან პელიკანსი" 112:97

0.122233