საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, შვეიცარიის ქალაქ ცუგში, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდთან შეკრების ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქეს საკუთარ მოედანზე - 2:1 სძლია.
შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე, სტანდარტული სიტუაციის შემდეგ 18-წლამდე ნაკრების დებიუტანტმა - ლუკა პარკაძემ თავური დარტყმით გახსნა.
მეორე გოლი 55-ე წუთზე გავიტანეთ, ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს, შვეიცარიელთა საჯარიმოში ლუკა ლაცაბიძე დახვდა და სხვაობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის ეპიზოდში შესრულებული საგოლე გადაცემა - ლუკა წულუკიძის ანგარიშზეა.
შემდეგ შეხვედრას, ლაშა ფიცხალაიშვილის გუნდი ზეგ, 28 აპრილს, ამავე სტადიონზე, ისევ შვეიცარიის 18-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ბმული, თამაშის დაწყებამდე სფფ-ის სოციალური მედიის არხების საშუალებით გამოქვეყნდება.
NAKREBI.GE