„მანჩესტერ სიტის“ გარემარბი, რაჰიმ სტერლინგი ჟურნალისტებს კლუბთან თავისი კონტრაქტის თაობაზე ესაუბრა.
„ამჟამად „სიტიში“ ბედნიერად ვგრძნობ თავს და მთავარი ეს არის. უხერხულია ახლა ამაზე საუბარი.“ - ციტირებს სტერლინგის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, „სიტის“ ხელმძღვანელობამ სტერლინგთან უკვე დაიწყო მოლაპარაკება ახალი ხელშეკრულების თაობაზე.
მიმდინარე კონტრაქტს კი ვადა გაისად ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგი „ქალაქელთა“ რიგებში 2015 წლიდან თამაშობს.