სხვა

3:41 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარტარარომ პორტუგალიაში გაიმარჯვა და ჩემპიონატის ლიდერობაც გადაიბარა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ფრანგმა ფაბიო კვარტარარომ პორტუგალიის დიდი პრიზი მოიგო ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. მან მეოთხე წრეზევე შეძლო ესპანელი ხოან მირის ჩამოტოვება, ვინც სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა რბოლა ყველაზე სწრაფად დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მირი, ვინც მსოფლიო ჩემპიონი 2020 წელს გახდა, მომდევნო სეზონებში პელოტონს სათავეში პირველად მოექცა, თუმცა ლიდერობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა. კვარტარარო სტარტზე მეხუთე იყო, თუმცა პირველივე მოსახვევში, ორი პოზიციით წინ წაიწია.

ორ ჩემპიონს შორის, ფრანგი იოჰან ზარკო აღმოჩნდა, ვინც სტარტი პოულიდან აიღო. მაგრამ უკვე მესამე მოსახვევში, კვარტარარომ ისიც ჩამოიტოვა. ზარკოს მალე კიდევ ორმა გაასწრო, მაგრამ საბოლოოდ, მან რბოლის მეორე ადგილზე დასრულება შეძლო. კვარტარარომ კი პირველივე ცდაზე გაასწრო ლიდერს და მაშინვე უპირატესობის გაზრდას შეუდგა.

მირი ჩამორჩა და მალე მას ზარკომაც შეუტია. მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ, კარგა ხანს ლიდერთა განლაგება არ შეცვლილა. თუმცა მე-16 წრეზე ზარკომ მირს გაასწრო, მეორეზე გადაინაცვლა და ეს პოზიცია ბოლომდე შეინარჩუნა. მესამე ადგილი ესპანელმა ალეიქს ესპარგარომ დაიკავა.

0.1521