ფეხბურთი

19:00 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ვენის „რაპიდთან“ მატჩში (1:1) დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება.

კიტეიშვილი მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა და 61-ე წუთზე შეცვალეს. ოთარს ტრავმების გამო ამ სეზონში 6 თვე უკვე გაუცდა და ამჯერადაც ლაზარეთში გადაინაცვლა.

„ბოლო დრო ჩემთვის უიღბლო იყო, მაგრამ იმედია, ამჯერად რაღაც სერიოზული არ არის და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება“, - დაწერა ოთარმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.

0.135278