ფეხბურთი

16:36 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისკო "რეალს" დატოვებს, მას ესპანური კლუბი იწვევს

სევილიის „ბეტისი“ მზადაა მადრიდის „რეალიდან“ ისკო გადაიბიროს. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ისკოს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაბამისად, 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. სევილიელები მზად არიან ესპანელ ნახევარმცველს პირადი კონტრაქტის მოთხოვნები დაუკმაყოფილონ.

30 წლის ისკო დიდი ხანია „რეალის“ გეგმებში არ შედის და კონტრაქტის განახლებაც არ იგეგმება. „ბეტისი“ მას ორწლიან თანამშრომლობას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ისკო „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს და 351 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი. ის „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია, გარდა ამისა, ორი სეზონი „მალაგაშიც“ გაატარა, სადაც თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. ესპანეთის ნაკრებში ისკოს ანგარიშზე 38 თამაში და 12 გოლია.

0.118629