ფეხბურთი

19:48 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძემ პოლ ინსი დაამარცხა: "ჰალის" ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვება

ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალმა“ „რედინგს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-40 წუთზე კენ ლუის-პოტერმა გახსნა, 53-ე წუთზე ალფი ჯონსმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე საბოლოო ანგარიში ლუის-პოტერმა დააფიქსირა, რომელმაც დუბლი შეასრულა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ „რედინგს“ ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი პოლ ინსი წვრთნის.

არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალმა“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგო, ხოლო მთლიანობაში მას შემდეგ, რაც გუნდს ქართველი სპეციალისტი წვრთნის, შედეგები ასეთია: 6 მოგება, 3 ფრე, 8 წაგება.

„ჰალ სიტის“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 50 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, სტუმრად „ბრისტოლ სიტისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.117277