საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის BMW Open-ის ტურნირში ითამაშებს და ტიტულის დაცვას ეცდება.
ქართველი გერმანულ ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ამერიკელი მაკკენზი მაკდონალდსა და ბელარუს ილია ივაშკას შორის გამარჯვებული იქნება.
ნიკოლოზი მიუნხენში მეოთხე ნომრადაა განთესილი. მან შარშან ჩემპიონობა მოახერხა და ფინალში გერმანელი იან ლენარდ შტრუფი 6:4, 7:6 დაამარცხა.