ფეხბურთი

16:02 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგს "მანჩესტერში" დე იონგის ტრანსფერი სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს კლუბში ფრენკი დე იონგის ტრანსფერი სურს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ტენ ჰაგი დე იონგს ძალიან კარგად იცნობს და ნიდერლანდელი ნახევარმცველი საფეხბურთო სცენაზე „აიაქსის“ რიგებში სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოჩნდა. „ბარსელონას“ დე იონგის დაკარგვა არ სურს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო შესაძლოა ტრანსფერს დათანხმდეს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

უკვე ცნობილია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ნემანია მატიჩი და პოლ პოგბა დატოვებენ, შესაბამისად, ინგლისურ გრანდს ამ რგოლში შევსება დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი „ბარსელონამ“ 2019 წელს „აიაქსიდან“ დაიმატა. 24 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბში დღემდე ჩატარებულ 135 შეხვედრაშ 13 გოლი გაიტანა.

0.117805