ფეხბურთი

14:43 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" რიუდიგერთან შეთანხმებას მიაღწია

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში დიდი ალბათობით ანტონიო რიუდიგერს დაიმატებს. Marca-ს ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე შედგა.

გერმანელი მცველი ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტის განახლებას, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება, არ აპირებს. შესაბამისად, 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.

როგორც გაირკვა, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა რიუდიგერის გარემოცვასთან ბოლო კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა და პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს ივლისში ტრანსფერის შესახებ. ამ ეტაპზე ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ გერმანელი ხელფასის სახით მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რიუდიგერი „ჩელსიმ“ 2017 წელს „რომადან“ შეიძინა და მას შემდეგ ინგლისურ გუნდში ჩატარებულ 196 თამაშში 12 გოლი გაიტანა. მას „რომასა“ და „ჩელსის“ გარდა, სამშობლოში, „შტუტგარტის“ რიგებში აქვს ნათამაშები.

0.112252