ფეხბურთი

11:06 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები დაიწყო

„პარი სენ ჟერმენს“ მომდევნო სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება სეზონის ბოლოს პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი, ვინ შეცვლის არგენტინელს.

Le Parisien-ის ცნობით, მთავარი კანდიდატი ანტონიო კონტეა, რომელიც ამჟამად „ტოტენჰემში“ მუშაობს და ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ეს პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის არ აბრკოლებს და იტალიელი სპეციალისტის მიწვევა სურს.

წყაროს თანახმად, კონტეს გარემოცვასა და პსჟ-ს წარმომადგენლებს შორის პირველი არაფორმალური კონტაქტი უკვე შედგა. კონტეს ხელფასი „ტოტენჰემში“ ამჟამად 17.5 მილიონი ევროა, მაგრამ პარიზელები მზად არიან მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

შეგახსენებთ, პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობამდე მხოლოდ ქულა აშორებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ მარცხით გამოეთიშა, რამაც პოჩეტინოს ბედი გადაწყვიტა.

0.11334