„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ესპანეთის თასის ფინალის წინ, რომელშიც მისი გუნდი სევილიაში, „ლა კარტუხას“ სტადიონზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება, პრესკონფერენცია გამართა.
ამჯერად, ბორდალასისთვის გიორგი მამარდაშვილის შესახებ შეკითხვები არ დაუსვამთ. ესპანელმა სპეციალისტმა ფინალზე გააკეთა კომენტარი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ჩემთვისაც და ფეხბურთელებისთვის. გუნდი კარგ მდგომარეობაშია, მოტივირებული და მონდომებული. მოუთმენლად ველით თამაშს. მოლოდინი გაიზარდა, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ფინალში თამაში შესანიშნავია.
მე უფრო სხვებზე ვფიქრობ, ვიდრე საკუთარ თავზე. იმ ხალხზე, ვინც ყველაფერს აკეთებს, რათა ყველაფერი კარგად იყოს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა ფანებზე ვფიქრობ, რადგან პასუხისმგებელი ვარ გულშემატკივრების წინაშე. პატივს ვცემ ყველას აზრს, შესაძლოა, „ბეტისი“ ფავორიტია, მაგრამ მე ჩემს გუნდზე ვფიქრობ და იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ“, - თქვა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ – „ბეტისის“ ფინალური მატჩი 23 აპრილს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ესპანური მედიის ვარაუდით, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.